შეხვედრა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა “friendship club”-მა,მოიწვია საკმაოდ ცნობილი კალიგრაფი,ბატონი დავით მაისურაძე. შეხვედრა გაიმართა დღეს, 26 თებერვალს,13:30 წუთზე,რომელსაც ესწრებოდა მე-8,მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები (სულ 35 მოსწავლე).
ბატონმა დავითმა ისაუბრა ქართული ენის წარმოშობის ისტორიაზე და დაწვრილებით გააცნო ბავშვებს ის საფეხურები,რომელიც განვლო ქართულმა დამწერლობამ,წარმოშობიდან დღემდე.
შეხვედრისას ბატონმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო იფნორმაცია კალიგრაფიის კონკურსის შესახებ,რომელიც ტარდება მხოლოდ რუსთაველი მოსწავლეებისთვის მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით და რამდენიმე პატარა, მაგრამ საჭირო რჩევაც მისცა.SAM_1751SAM_1776SAM_1748SAM_1775

Leave a comment